Sunday, June 10, 2012

ვიდეო სამეგრელოზე


სამეგრელოს ისტორიული ძეგლები




მეგრული ენა


მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენაა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის – ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი – სვანურთან

ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 700.000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოშისამეგრელოს მხარეში ცხოვრობს (460.000 ადამიანი), მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვისსანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40.000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100.000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ.50.000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს.

მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება.

მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე – სახლი, ჸორადილი – დამპალი, ჸუჯი – ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის “ყაზახიშ’ გაზეთი”, “კომუნა”, “სამარგალოშ’ ჩაი”, “სამარგალოშ’ თუთუმი” ”მახორხალი” იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთანერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა ”ვეფხისტყაოსანი” მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას .

გრამატიკა

მეგრულ ენაში არის 7 ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი, წოდებითი. მეშვიდე ბრუნვა – წოდებითი, ზოგ შემთხვევაში არც კი განიხილება როგორც ბრუნვა, ამიტომ ზოგი მეცნიერი თვლის, რომ მეგრულში 6 ბრუნვაა. მეგრული ბრუნვების ნიშნებია:

სახელობითი – არ აქვს ნიშანი – კოჩ

მოთხრობითი -ქ – კოჩქ

მიცემითი -ს – კოჩს

ნათესაობითი -შ, -იშ – კოჩიშ

მოქმედებითი -ით, -თ – კოჩით

ვითარებითი -ო, – კოჩო

წოდებითი – როგორც სახელობითი.

ქართველმა მეცნიერებმა,პროფესორებმა,მამა-შვილმა ცირა და მამანტი ძაძამიებმა გამოსცეს წიგნი “მეგრული ლექსიკა და სიტყვათ წარმომავლობა” (2008 წელს) რომელშიც დაამტკიცეს რომ მეგრულ ენაში მილიონობით (1 000 000) სიტყვაა და უმდიდრესი ენაა მსოფლიოში. და ეს მაშინ, როდესაც ინგლისური ენა, როგორც უმდიდრესი ენაა,შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, მაგრამ შეიცავს ხუთას ათასამდე სიტყვას… ამიტომ დაიმახსოვრეთ რომ მეგრული ენა არის მსოფლიოში უმდიდრესი ენა და თან 500 მდე ზმნა გვაქვს მეგრელებს გამატიკაში.

მიწისძვრები


საქართველოს სეისმოტექტონიკური განაწილების რუკის მიხედვით, სამეგრელოს ტერიტორია განეკუთვნება ცენტრალურ კავკასიას, კოლხეთის დეპრესიას და შავი ზღვის სანაპირო ზოლს. ტექტონიკური განვითარების თვალსაზრისით, სამეგრელოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი შედის კოლხეთის ტექტონიკური დეპრესიის ფარგლებში, რომელსაც დასავლეთიდან შავი ზღვის ქვაბული ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან ფანავისა და სამეგრელოს (ეგრისის) ქედები. სწორედ ამ ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს ფოთი–ასხისა და კურზუ–ხიხაძირის სიღრმული რღვევები, რომლებთანაც მკვლევარ–სპეციალისტთა მტკიცებით უნდა იყოს დაკავშირებული სამეგრელოში მომხდარი მიწისძვრის მეტი წილი.
სამეგრელოს ტერიტორიის სეისმურობა არ შეიძლება ცალკე იქნას განხილული საქართველოსა და მთლიანად კავკასიის სეისმურობის გათვალისწინების გარეშე. არცთუ იშვიათად სამეგრლოს ტერიტორიაზე მეტ–ნაკლები ძალით შეიგრძნობა მის საზღვრებს გარეთ მდებარე მიწისძვრის კერებში მომხდარი მიწისძვრების მოქმედება. მაგალითისთვის 1991 წლის 29 აპრილს მომხდარი რაჭა–იმერეთის მიწისძვრის აღნიშვნა კმარა. ამ მიწისძვრის კერას სამეგრელოს საზღვრებს დარეთ მდებარე გაგრა–ჯავის ტექტონიკური რღვევის ზოლში ჰქონდა ადგილი და მან საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა რაჭის, იმერეთის, სამაჩაბლოს ტერიტორიაზე განლაგებულ მთელ რიგ დასახლებულ პუნქტებს. აღნიშნული მიწისძვრა საკმაო ძალით იქნა შეგრძნობილი სამეგრელოს ტერიტორიაზეც.
დღემდე შემორჩენილი ძველი საბუთების მიხედვით ისტორიულ წარსულში სამეგრელოს ტერიტორიაზე ცნობილია ერთი მიწისძვრა, რაც 1616 წელს მომხდარა. ამ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეულა ცაიშის ტაძრის გუმბათი.
XX საუკუნის 30–იანი წლებიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე მომხდარი მიწისძვრის აღრიცხვა მიმდინარეობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის რეგიონული ტიპის სეისმურ სადგურებში. პირველი ასეთი სადგური მოწყობილ იქნა 1937 წელს ქალაქ ზუგდიდში – დადიანების სასახლის სარდაფში. შემდეგ თანამედროვე ტიპის მოკლეპერიოდიანი სეიმოგრაფებით აღჭურვილი სადგურები შეიქმნა მარტვილში, კურზუში, ლებარდეში, ჭალეში და ჩქვალერში. ამ სადგურებში ჩატარებული ინსტრუმენტალური დაკვირვების შედეგად სამეგრელოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია 1300–მდე სხვადასხვა ინტენსიობის მიწისძვრა, რომეთაგან მოსახლეობის მიერ მხოლოდ ნაწილი იქნა შეგრძნობილი.
XX საუკუნეში სამეგრელოს ტერიოტრიაზე მომხდარი მიწისძვრებიდან აღსანიშნავია, 1930 წლის 7 ნეომბერს სამეგრელო–სვანეთის მიწისძვრა, რომელიც მაქსიმალური ინტენსიობით (6 ბალი) შეგრძნობილ იქნა ზუგდიდის, წალენჯიხის და ნაწილოვრივ მესტიის რაიონებში (საბერიო, ფახულანი, წალენჯიხა, ჯვარი, ჭკადუაში, ჭუბერი). ეს მიწისძვრა 5–6 ბალიანი ინტენსიობით აღინიშნა მარტვილისა და სენაკის რაიონებში (გაშპერდი, თამაკონი, მარტვილი, სალხინო, ფოცხო)
ანალოგიური ინტენსიობის მიწისძვრას ადგილი ჰქონდა 1941 წლის 15 ივნისს, როელიც მენჯის მიწისძვრის სახელით არის ცნობილი. ეს მიწისძვრა 6 ბალიანი ინტენლიობით სოფ. ხორშში აღინიშნა, ხოლო აბასთუმანში, მენჯში, სენაკში, ხეთაში, ფოცხოსა და ეწერში მისმა ინტენსიობამ 5–6 ბალი შეადგინა.
6–ბალიანი მიწისძვრა მოხდა ზემო სამეგრელოში 1955 წლის 25 დეკემბერს (თაიაში, მიქავაში, მუხურში, გალში). ამ მიწისძვრის სიძლიერემ კუზუში, ნაკიფუში, ხაბუმეში, ჯვარში და წალენჯიხაში 5 ბალი შეადგინა.
განსაკუთრებით გამოირჩეოდა 1957 წლის 29 იანვრის მარტვილის მიწისძვრა, რომლის ძალამ 8 ბალი შედგინა სოფელი ბალდაში, გაჭედილში, დიდ ჭყონში და სალხინოში, ამ მიწისძვრის შედეგად დაინგრა მრავალი შენობა, თუმცა მას ადამიანთა მსხვერპლი არ მოჰყოლოდა.
მაკროსეისმური მასალების გაანალიზების საფუძველზე,დასახლებული პუნქტების სია, სადაც მომხდარი მაქსიმალური ინტენსიობის მიწისძვრა იქნა დაფიქსირეული:
  • 8 ბალი – ცაიში, ბალდა, გაჭედილი, დიდი ჭყონი, სალხინო.
  • 7 ბალი – მარტვილი
  • 6–7 ბალი – ორჟა, ხორში, მიქავა, ფახულანი, ჯგალი.
  • 6 ბალი – აბაშა, აბასთუმანი, ზუგდიდი, მენჯი, ჭკადუაში, ჯვარი, სენაკი, ხაბუმე
  • 5–6 ბალი – თეკლათი, გაშფერდი
  • 5 ბალი – მაიდანი, თამაკონი, კურზუ, ნახუნაო, ეკი, სირიაჩქონი, ლეძაძამე, ჩხოროწყუ, ნაკიფუ, ჩქვალერი, ხეთა.
  • 4–5 ბალი – სუჯუნა, ხობი, გაღმა პირველი ხორგა, პატარა ფოთი, ქვემო ჭალადიდი, ყულევი.

ტბები


სამეგრელოს ტერიტორიაზე სულ 13 ტბაა აღრიცხული. მათი წყალშემკრები აუზების საერთო ფართობი 553 კმ–ია. ხოლო წყლის სარკის ჯამური ფართობი 19.4 კმ–ს არ აღემატება, რაც შესაბამისად რეგიონის ტერიტორიის საერთო ფართობის 12.8 და 0.455‰ უდრის. ტბების უმეტები ნაწილი თავმოყრილია შავი ზღვისა და მდინარე რიონის ნაპირების გასწვრივ. მცირე რაოდენობის ტბები გვხვდება აგრეთვე სამეგრელოს ქედის მაღალმთიან ზონაში, სადაც მათი ქვაბულები ძველი გამყინვარების მექანიკური მოქმედების შედეგად არის წარმოქნმნილნი.



მდინარეები

სამეგრელოს ტერიტორია გამოირჩევა მდინარეთა ჰიდროგრაფიული ქსელების კარგი განვითარებით. აქ აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს. მათ წილზე მოდის საქართველოს მდინარეთა საერთო რაოდენობის 9.3‰ და საერთო სიგრძის 7.6‰. აქედან 10 კმ–ზე მეტი სიგრძის მდინარეები 43‰–ის, საერთო სიგრძით 1183 კმ.

უდიდესია ხობისწყალი, რომლის სიგრძე 150 კმ–ია და მეექვსე მდინარეა საქართველოს დიდ მდინარეთა შორის. იგი შედგება 1485 შენაკადისაგან.

მეორე ადგილზეა მდინარე ტეხური, მესამე ადგილზეა მდინარე აბაშა.

სამეგრელოს ჩრდილო–დასავლეთ და სამხრეთ კიდეზე გაედინებიან ტრანზიტული მდინარეები – ენგური, ცხენისწყალი და რიონი, რომელთა სიგრძე სამეგრელოს ტერიტორიაზე უდრის შესაბამისად 94, 44 და 99 კმ–ს.



ჯუმი – მდინარე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,ენგურის მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 310მ–ზე, სიგრძე 61 კმ, აუზის ფართობი 379კმ2, საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. მთელი წლის განმავლობაში იცის წყალამოვარდნები, წყალმცირობა — ზაფხულში. საშუალოწლიური ხარჯი შესართავთან 11,6 მ³/წმ.


 

რიონი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან. სათავიდან სოფელ გლოლამდე მიედინება სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ განიერ, ღრმა ხეობაში, რომელიც მდინარე ზოფხიტურის შეერთებამდე ტროგულია. ივითარებს განიერ ჭალას და იტოტება. ადგილ საგლოლოს ქვემოთ მიედინება ჯერ სამხრეთისკენ, შემდეგ — სამხრეთ დასავლეთისკენ ღრმა და ვიწრო ხეობაში, ივითარებს ვიწრო წყვეტილ ჭალას. ონთან უხვევს დასავლეთისკენ და მიედინება სოფელ ალპანამდე. ხეობა აქ ღრმა და განიერია, აქვს ფართო ჭალა, რომელიც წყალდიდობის დროს თითქმის მთლიანად იტბორება. მდინარე იტოტება და წარმოშობს კუნძულებს. ჩამოყალიბებულია ტერასები, რომელთა სიმაღლე 2-3-იდან 20-35 მ-მდეა, სიგრძე 2-3 კმ, სიგანე რამდენიმე ასეული მეტრია. ტერასებზე გაშენებულია სოფლები, ბაღ-ვენახები, ბოსტნები და ნათესები. ხეობა ზოგან შევიწროებულია ქმნის კლდეკარს (ხიდიკრის კლდეკარი). სოფელ ალპანიდან რიონი მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ვიწრო ხეობაში გაედინება, მხოლოდ ალაგ-ალაგ განივრდება და იტოტება. სოფელ ტვიშთან ქმნის ღრმა კლდეკარს. ქუთაისის ქვემოთ, კოლხეთის დაბლობზე გამოდის, ივითარებს განიერ ჭალას, იტოტება და წარმოშობს კუნძულებს.


 

ხობისწყალი, ხობი — მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს ეგრისის ქედზე, მიედინება კოლხეთის დაბლობზე, ერთვის შავ ზღვას. მდინარის სიგრძე 150 კმ-ია, აუზის ფართობი - 1340 კვ. კმ., წყლის საშუალო ხარჯი - 44 კუბ.მ/წმ (შესართავიდან 30 კმ-ზე), მაქსიმალური - 333 კუბ.მ/წმ. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლებით, გამოიყენება სარწყავად. მისი მთავარი შენაკადია ჭანისწყალი (მარჯვნიდან). ხობისწყალზე დგას ქალაქი ხობი და დაბა ჩხოროწყუ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხობის შესართავთან დროებით დისლოცირებული იყო შავი ზღვის ფლოტი. 2000-2005 წლებში ხობის შესართავთან სოფელ ყულევთან სიახლოვეს აშენდა ნავთობტერმინალი ტანკერებისთვის.


 

აბაშა — მდინარე მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ2. იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ (ზღვის დონე 325 მ). ასხის მასივის დამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, ე. წ. გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. აბაშა საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.

 

ენგური — მდინარე დასავლეთ საქართველოში, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთან ერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა, ხალდეჭალა, მულხრა, დოლრაჭალა, ნაკრა, ნენსკრა; მარცხენა: თხეიში, ხუმფრერი, ლასილი, მაგანა, ჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად, რომელთა შორის მოთავსებულია 12 კმ სიგრძისა და 0,5-2,0 კმ სიგანის კუნძული. მასზე გაშენებულია სოფ. შამგონა. ენგური შერეული საზრდოობის მდინარეა; ზემოთში წლიური ჩამონადენის 66%-ს შეადგენს თოვლისა და მყინვარის წყალი, 22%-ს გრუნტის წყალი, 12%-ს წვიმის წყალი, ქემოთში შესაბამისად - 18%, 26% და 56%-ს. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ხაიშთან 109 მ3/წმ უდრის შესართავთან 170 მ3/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულში, წყალმცირეა ზამთარში. სოფ. ლახამულიდან სოფ. შამგონამდე ენგურს იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, ქვემოთში - სარწყავად, ენგურ-გალის სარწყავი არხის საშუალებით. ქალაქ ჯვართან აშენდა ენგურის ჰიდროელექტროსადგური. სოფ. ტობართან დაპროექტებულია 750 ათ. კვტ სიმძლავრის ტობარჰესის მშენებლობა. ენგურის გასწვრივ გადის სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვარი.



ტეხური, მდინარე დასავლეთ საქართველოში (სენაკის მუნიციპალიტეტი), სათავე აქვს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალი ტეხურიშდუდთან, 2400 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარჯვნიდან. სიგრძე 108 კმ, აუზის ფართობი 1040 კმ2. მთავარი შენაკადია მდინარე აბაშა. საზრდოობს წვიმის, მიწისქვეშა და თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები - მთელი წლის მანძილზე. საშუალო წლიური ხარჯი სოფ. ნაქალაქევთან 30,2 მ3/წმ. იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად და სოფლის წისქვილებისათვის. ხეობის ზემო ნაწილში მდებარეპბს კურორტი ლებარდე.  

სპორტი


სამეგრელო, ფიზიკური ვარჯიშების, ხალხური თამაშობების და სპორტის ეროვნული სახეობების განვითარების მხრივ ცნობილ ისტორიულ მხარედ ითვლება. მისი ეთნოგრაფია მდიდარია ფიზიკური აღზრდის და ხალხური თამაშების ამსახველი მასალებით. მშვილდოსნობა, ცხენოსნობა, ნიშანში სროლა, ჭიდაობა და სხვ. საუკუნეების მანძილზე თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ადამინებს უვითარებდა სიმარდეს, სისწრაფეს, ფიზიკურ ძალას, სიზუსტეს, მოხერხებულობას და სხვა ვაჟკაცურ თვისებებს.
არქანჯელო ლამბერტი თავის "სამეგრელოს აღწერაში" საინტერესო ცნობებს იძლევა მხარეში გავრცელებული თამაშების შესახებ ."ჭადრაკსა და ნარდს უფრო ქალები ეტანებიან, ვიდრე კაცები და ისე მარდად და ხელოვნურად თამაშობენ, რომ საუცხოო სანახავია. ბანქო იშვიათია და მხოლო უდიდებულესი თავადები თამაშობენ." აღწერს აგრეთვე პოპულარულ ყაბახს და მხედრების ჩოგნით ბურთის თამაშს (ცხენბურთს), რომელიც საღამომდე ბრძლედებოდა და დიდად გასართობ და სასიამოვნო ვარჯიშობად მიაჩნია.

მეგრელების ცხენისადმი სიყვარულის ტრადიცია ამ ცხოველის მოშენების, გახედნის, მათი შეჯიბრების მოწყობის დიდ უნარსა და მხედრულ ოსტატობაშიც გამოიხატებოდა.სამეგრელოში ცხენს საგანგენო გამხედნავი (მწვრთნელი) ჰყავდა, რომელიც მას ალურში ანუ სიარულში ავარჯიშებდა. ცხენის სვლებს თავისი სახელი ჰქონდა: "ლაფშური" (ჩქარი ნაბიჯით სიარული), "ძარგვალი" (ძუნძულით სიარული), "თოხარიკი" (იორღა) – მარდად და კოხტად სიარული და ა. შ.

საქართველოში და კერძოდ სამეგრელოში ძალიან იყო გავრცელებული დოღი, რომელიც გარდაცვლილი მამაკაცის წლისთავზე იმართებოდა და მასში მონაწილეობდა ყველა , ვისაც კი მიცვალებულის პატივისცემა სურდა. მარულას (საგანგებოდ ნავარჯიშევი ცხენების შეჯიბრი გრძელ 20–25 კმ–იან დისტანციაზე), წელიწადში რამდენჯერმე აწყობდნენ დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით. დოღში და მარულაში გამარჯვებულებს დიდი სახელი და ჯილდო (დროშა, ფული, ნივთები) ელოდათ. იმართებოდა სხვა საცხენოსნო შეჯობრებებიც: "კიდირობა", "ისინდუა" (ხელშუბების სროლა), "თარჩია" (ბაირაღების გატაცება) და სხვა.

მხარის სპორტული განვითარებისთვის ერთგვარი სასიკეთო ნაბიჯი გადაიდგა 80–იან წლებში. კერძოდ ზუგდიდში, აშენდა ენგურის ქაღალდკომბინატის სპორტულ–გამაჯანსაღებელი კომპლექსი (დახურული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, მოედნებით, სარეაბილიტაციო ბაზით), ხოლო ხობში – დიდი სპორტული კომპლექსი. იგი უნიკალური იყო საქართველოში თავისი 50–მეტრიანი საცურაო აუზით და ორიათასადგილიანი ტრიბუნით, მეორე აუზი სახტომი კოშკით და ორი საჭყუმპალაოთი, საცურაო კომპლექსთან მიშენებული ადმინისტრაციული შენობით,( სადაც მოთავსებული იყო ასადგილიანი სასტუმრო, საკონფერენციო დარბაზი, სპორტსმენთა დასასვენებელი კუთხეები) მის გვერდით განლაგებული ფეხბურთის სარბენ ბილიკიანი სტადიონით, ღია მოედნით.

ქვეყნის მაშტაბით გამოირჩეოდა ფოთში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე შექმნილი საწყალოსნო–სათხილამურო ბაზა მალთაყვის ტყე–პარკში, რომელმაც 1991 წელს ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. ქალაქს გააჩნდა ასევე საიალქნო კლუბი ნავსადგურის აკვატორიაში. იქვე ფუნქციონირებდა 50–მეტრიანი საცურაო 300–ადგილიანი ტრიბუნით.

ტურიზმი


სამეგრელოს საკურორტო პოტენციალი წარმოდგენილია კლიმატურ–საკურორტო (მთის, ზღვის ჰავა), პლაჟურ–საკურორტო (ზღვის წყალი, ქვიშა, მზის ნათების ხანგრძლივობა), ჰიდრომინერალური (თერმული და მინერალური წყაროები) რესურსებით. მათ ბაზაზე საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო საკურორტო მეურნეობა, რომელიც სიმძლავრით და განვითარების დონით ჩამოუვარდებოდა აფხაზეთისა, აჭარის და ბორჯომ–ბაკურიანის საკურორტო რაიონებს.




   


ხელოვნება

<= სენაკის თეატრი

მხარეში თეატრის ისტორია XIX საუკუნეში იღებს სათავეს. ზუგდიდში პირველი სპექტაკლი მოლიერის "უნებლიედ ექიმი" 1869 წელს დადგა მწერალმა ანტონ ფურცელაძემ. 1907–1908 წლებში შექმნილ დრამწრეში უკვე 125 სცენისმოყვარე იყო გაერთიანებული.

1932 წელს, ქალაქში საგანგებოდ აშენებულ შენობაში, გაიმართლა გამართა სპექტაკლები უკვე პროფესიონალური დრამატული თეატრის რანგში აყვანილმა კოლექტივმა. 1959 წლიდან, ზუგდიდის თეატრი შალვა დადიანის სახელს ატარებს.

სამეგრელოში, თეატრალური ცხოვრების ცენტრი იყო აგრეთვე ფოთი, სადაც 1925 წელს, იუზა ზარდალიშვილის ხელლმძღვანელობით, თეატრი დაარსდა. 1936 წლიდან, იგი ახალ შენობაში გადავიდა, 1963 წელს მას ვალერიან გუნიას სახელი მოენიჭა. სანტერესო თეატრალური სპექტაკლები იდგმებოდა სენაკშიც, სადაც შესანიშნავი შენობა დგას, ამ თეატრში გამართულ წარმოდგენებში ერთ დროს მონაწილეობდა ქართული თეატრის უთვალსაჩინოესი დიდოსტატი აკაკი ხორავა.
საბჭოთა პერიოდში მხარეში ფართოდ იყო განვითარებული მხატვრული თვითშემოქმედება, იქმნებოდა მხატვრული კოლექტივები მუსიკალური, თეატრალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჟანრებში, სადაც გაერთინებული იყვნენ სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანები. ამ კულტურული საქმიანობის პოპულარიზაციას დიდად უწყობდა ხელს თვითშემოქმედების ოლიმპიადები, ფესტივალები, დათვალიერებები, კონკურსები, რომლებმაც ბევრი ნიჭიერი და თვითმყოფადი შემოქმედი გამოავლინა.

განსაკუთრებულ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მხარის მოსახლეობის კულტურულ ცხოვრებაში ხალხური შემოქმედების ანსამბლები, რომლებიც არა მარტო რაიონულ ცენტრებში მოქმედებდა არამედ ბევრ სოფელშიც მოქმედებდა.



<= ზუგდიდის დრამატული თეატრი



<= ხობის თეატრი

განათლება

პირველი სასწავლებელი (სასულიერო) სამეგრელოში 1830 წელს ლევან V–ის დროს დაარსდა მარტვილში. XIX საუკუნეში ქართველ ხალხში გაძლიერდა განათლებისადმი მისწრაფება. თავდაპირველად სკოლები მონასტრებთან ერთად გაჩნდა,

მარტვილის მონასტერი

ხოლო შემდგომ, მეფის რუსეთის მთავრობა იძულებული გახდა გაეხსნა დაწყებითი სასწავლებლები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მხარის საგანმანათლებლო პროცესის განვითარებაში 1879 წელს დაარსებულმა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ", რომლის თაოსნობითა და ძალისხმევით სახალხო სკოლები იქნა გახსნილი. სამეგრელოს თითქმის ყველა სასოფლო საზოგადოებაში ფუნქციონირებდა დაწყებითი სკოლა, რამაც მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლებას დიდად შეუწყო ხელი.

XX საუკუნის დასაწყისში რეგიონში იყო 179 სკოლა. მის საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა ფოთი, სადაც მოქმედებდა ვაჟთა და ქალთა გიმნაზიები, საქალაქო და სახელოსნო სასწალებლები, ქალაქის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა ხელისუფელების დამყარების შედეგ სახალხო განათლების სისტემის გარდაქმნას თან სდევდა ახალი სკოლების გახსნა და ბევრი სასკოლო შენობის აგება. მოსახლეობის მატების შესაბამისად იზრდებოდა მოსწავლეთა და მასწავლებელთა რიცხოვნება. ასე მაგალითად, 1957 სასწავლო წლის დასაწყისასთვის სამეგრელოში მოქმედებდა 379 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 63.5 ათასი მოსწავლითა და 5.8 ათასი მასწავლებლით, 1970 წელს კი 422 სკოლა, 83.8 ათასი მოსწავლითა და 8.9 ათასი მასწავლებლით. 70–80–იან წლებში საქართველოში მიმდინარე სხვადსხვა სოციალურმა პროცესებმა საგანმანათლებლო სკოლებისადა მოსწავლეების შემცირება გამოიწვია. სამეგრელოში უკვე 1985 წელს 401 სკოლა და 70.4 ათასი მოსწავლე ირიცხებოდა, ხოლო 1990 წ. – 383 სკოლა და 66.8 ათასი მოსწავლე.

საზღვრები

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მისი დასავლეთი საზღვარი შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება. ჩრდილო საზღვარი ჯერ მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის აუზის გორაკ–ბორცვიან ზოლზე და ოხაჩქუეს მასივზე გაივლის. ამ მასივის ჩრდილოეთით სამეგრელოს საზღვრებში შემოდის მდინარე საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის თხემური ზოლის სამხრეთ კიდეზე აღმართულ აკიბას მასივის აღმოსავლეთ ფერდობზე მდებარეობენ.

მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან გამოყოფს. აქედან საზღვარი მდინარეების ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის სამხრეთ ფერდობის უკიდურეს აღმოსავლეთ კონტრფოსს წარმოადგენს. ამის შემდეგ საზღვარი ჯერ ასხის მასივის შემავალი გოდირაკილის ქედის თხემზე, შემდეგ მდინარეების აბაშისა და საწისკვილეს წყალგამყოფზე გადის. სოფ. ხიდიდან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს სამხრეთისაკენ მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირს მიუყვება. ამ მდინარის რიონთან შეერთების ადგილამდე. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის ტბასათან შეერთებამდე.

სამეგრელო

სამეგრელო (მეგრ. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისის სახელიდან. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XII საუკუნიდან. თავდაპირველად გაიგივებული იყო მთლიანად დასავლეთ საქართველოსთან (მსგავსად აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV საუკუნეებში უკვე ვიწრო მნიშვნელობა აქვს — აღნიშნავს ქართველების ეთნოგრაფიული ჯგუფით — მეგრელებით — დასახლებულ მხარეს მდინარეებს ფსირცხასა (ძვ. ანაკოდიისწყალი) და ცხენისწყალს შორის. ცენტრალური ქალაქია ზუგდიდი.

გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, თუმცა უცხოურ წყაროებში „სამეგრელოდან“ ნაწარმოები სახელწოდებებიც გვხვდება. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ლიტერატურაში ისევ დამკვიდრდა სახელწოდება „სამეგრელო“. XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე გადმოინაცვლა.

დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე:
დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამეგრელო შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და მოიცავს ქალაქ ფოთის, აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ინფორმაცია jstor-დან

MEDIEVAL GEORGIAN HISTORICAL LITERATURE (VIIth–XVth Centuries)
Author(s): CYRIL TOUMANOFFReviewed work(s):Source: Traditio, Vol. 1 (1943), pp. 139-182Published by: Fordham UniversityStable URL: http://www.jstor.org/stable/27830031 .Accessed: 11/06/2012 07:07Your use of the JSTOR archive indicates your acceptance of the Terms & Conditions of Use, available at .http://www.jstor.org/page/info/about/policies/terms.jspJSTOR is a not-for-profit service that helps scholars, researchers, and students discover, use, and build upon a wide range ofcontent in a trusted digital archive. We use information technology and tools to increase productivity and facilitate new formsof scholarship. For more information about JSTOR, please contact support@jstor.org.

Saturday, June 9, 2012

ინფორმაცია nplg-დან

სამეგრელო: ისტორიული მიმოხილვა


რეგიონი, რომელიც სამეგრელოს ისტორიულ სამთავროს ეკავა, ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სახელით მოიხსენიებოდა - კოლხეთი, ეგრისი, ლაზიკა, ოდიში და მინგრელია. სამეგრელოს რეგიონს მთელი თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქ ძლევამოსილი იმპერიები ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. შედეგად, ეს მხარე ხშირად რომაელების, ბიზანტიელების, მონღოლების, თურქების, სპარსელების, რუსებისა და სხვათა არმიების არაერთი შემოსევის ობიექტი გახდა. ვრცლად

გამოყენებული ლიტერატურა

1.www.google.com
2.www.ucnauri.com
3www.nplg.gov.ge
4.www.jstor.org
5.www.youtobe.com